მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება – ირაკლი ზარქუა

უმრავლესობის წევრის ს განცხადებით, იურიდიული კომპანიებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა ევრორეკომენდაცია იყო, რომელსაც მმართველი გუნდი ასრულებს.
ზარქუას თქმით, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებულ იურიდიულ კომპანიებს მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოთ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება.
“[ოპოზიციის წევრები] აქცენტირებულები არიან არა სამუშაო ჯგუფებში ყოფნასა და რეკომენდაციებზე მუშაობით, არამედ იმაზე, რომ რაღაც ააყირაონ, ცრუ ინფორმაცია მოიტანონ ან საბოტაჟი მოუწყონ ყველა ინიციატივას. აქაც, რაზეა საუბარი?.. 9 რეკომენდაციიდან, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა, ერთ-ერთია, რომ, იქნებ, იურიდიულ კომპანიებს შეეზღუდოთ პოლიტიკურ არჩევნებში ჩარევის საშუალება, რაზეც ჩვენ ვთქვით, რომ მისაღებია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ უცხო, არადეკლარირებული, ოფშორულ სექტორში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის დაფინანსება”, – განაცხადა ზარქუამ.