“მაქვს სურვილი, რომ ჩამოვიდე მოსკოვში და მანდ ვცადო ფილმში ბედი, ან მე თავად დავდგა სპექტაკლი” – რას წერს ბესო ზანგური

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას მოს­კოვ­ში გეგ­მავს. მსა­ხი­ო­ბი გან­ცხა­დე­ბას ერთ-ერთ ჯგუფ­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით “ქარ­თვე­ლე­ბი მოს­კოვ­ში“ აქ­ვეყ­ნებს.
· ბესო ზან­გუ­რი:
მო­გე­სალ­მე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბო, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით. ვინც არ მიც­ნობთ, ვარ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ბესო ზან­გუ­რი. მაქვს სურ­ვი­ლი, რომ ჩა­მო­ვი­დე მოს­კოვ­ში და მანდ ვცა­დო ფილმში ბედი, ან მე თა­ვად დავ­დგა სპექ­ტაკ­ლი. რუ­სუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი კარ­გად ვიცი. მინ­და მი­ვი­ტა­ნო ჩემი პორ­ტფო­ლიო მოს­ფილ­მსა და სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ებ­ში.
მინ­და და­მაკ­ვა­ლი­ა­ნოთ, რა და რო­გორ გა­ვა­კე­თო, რად­გან გას­ტროლ­ზე რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფე­რი მზად მხვდე­ბო­და. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. იქ­ნებ იც­ნობთ ვინ­მე აგენტს, ვინც მსა­ხი­ო­ბებს ასაქ­მებს და ამა­ში იღებს თან­ხას. რა თქმა უნდა, ისე არა­ვინ და არა­ფე­რი მოძ­რა­ობს უკვე. ჰა­ერ­შიც კი ფულს ვიხ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე მგო­ნია!
მაქვს იმე­დი თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბის და ჩემი სურ­ვი­ლის გულ­თან მი­ტა­ნის. არ და­გა­ღა­ლა­ტებთ, რად­გან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მგო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ტის­ტის სა­ხე­ლი მაქვს და მინ­და მან­დაც ვცა­დო ბედი, რად­გან აქ იყო კარ­გი მსა­ხი­ო­ბი, მხო­ლოდ სა­ხელს ნიშ­ნავს, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ხარ, სხვა არა­ნა­ი­რი გა­სა­ქა­ნი არ გაქვს.
ამ მოკ­ლე სტა­ტუ­სით იქ­ნებ დიდი საქ­მე გა­კეთ­დეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეც ის ადა­მი­ა­ნი გახ­დე­ბა, ვინც და­მეხ­მა­რე­ბა! პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­დან, ბესო ზან­გუ­რი”, – წერს მსა­ხი­ო­ბი.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება