მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება – რობინ დანიგანი

ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა.
რობინ დანიგანს იმედი აქვს, რომ ევროსაბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
“მეც მაქვს იმედი, რომ ევროსაბჭო მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება ევროპელებზეა და ჩვენ ძალიან თბილად ვიღებთ საქართველოს დემოკრატიულ ერთა ოჯახში, სადაც არის არჩევანის თავისუფლება, ეკონომიკური წარმატება. ბოლო ათწლეულებში საქართველომ ეკონომიკის მიმართულებით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ეს გაგრძელდება,” – აღნიშნა რობინ დანიგანიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა