მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო

მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო
გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმება არ შედგება, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება, ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ ჰკითხეს. საპასუხოდ ტრამპს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ შეთანხმება თუ არ შედგება, ორივე ქვეყნის მიმართ ძალიან მკაცრი იქნება.
„ჩემს გონებაში მაქვს ვადა, როდესაც დავინახავ იმ მომენტს, რომ შეთანხმება არ შედგება, ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. სიმართლე ვთქვათ, ეს შეიძლება ორივე ქვეყნის მიმართ იყოს, რადგან იცით, რომ ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ჩვენ ძალიან, ძალიან მკაცრები ვიქნებით. იქნება ეს თუ ვინმე სხვა, ძალიან მკაცრები ვიქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის