,,მაქვს “გონივრული ეჭვი” რომ ეს “ვაჟკაცი” უკვე ნიჩაბზეა შემოდებული“ – ზაალ ანჯაფარიძე ირაკლი ხმალაძეზე

თბილისის მერის, კახა კალაძის მარჯვენა ხელად წოდებული ირაკლი ხმალაძის იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან განთავისუფლებას ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე:
,,მაქვს “გონივრული ეჭვი” რომ ეს “ვაჟკაცი” უკვე ნიჩაბზეა შემოდებული, როგორც იტყვიან. მიზეზი ტკივილამდე ნაცნობი და მარტივია – არალეგალური შემოსავლები ხელფასზე მყოფ კაცს.
ის ვერ ასაბუთებდა მის მფლობელობაში მყოფ დიდი ოდენობის ქონების წარმომავლობის კანონიერებას.
საწყენი იცით რა არის? ადამიანს ნდობა გამოგიცხადეს, ამხელა თანამდებობები ჩაგაბარეს, რომლებისთვისაც უკეთესი კანდიდატურებიც არსებობდა ალბათ. შენ კიდევ ეს ნდობა ბოროტად გამოიყენე. აი ესაა პრობლემის სათავე .“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ALDE იმაზე უფრო უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა სასამართლოს შენობაში, თუმცა სიყალბეზე დაყრდნობით ცდილობს, აქცენტები გადაიტანოს – ეს მეტყველებს მათ ტრაგიკულ მდგომარეობაზე

თენგიზ შარმანაშვილი BBC-ის მასალაზე – მიხვდნენ, რომ „ნაცებს“ დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა და ახალი ბოდვა დაიწყეს – რა თქმა უნდა, ვახტანგ გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება, დახვდა თუ არა მას ეს მარაგები