მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
“ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ არ ითამაშებს. კაშიას დაბრუნების მიუხედავად, ტაქტიკური ცვლილებები ნაკლებად მოსალოდნელია, დაცვაში მომავალშიც ისე ვაპირებთ თამაშს, როგორც სომხეთში.
ვფიქრობ, მოტივაციის პრობლემა არ იქნება. გარკვეული ცვლილებები მოსალოდნლია, შანსს სხვებიც მიიღებენ. ერთ პოზიციაზე რამდენიმე ალტერნატივა მყავს, კონკურენცია არსებობს და მოტივაციის კუთხით არანაირი გართულება არ გამაჩნია.
მეკარის პოზიციის მართვა დანარჩენი გუნდისგან განსხვავდება. მამარდაშვილი ისევ ითამაშებს, ივნისში კი დავასვენებთ და გუგეშაშვილს დავეყრდნობით.
ლაცაბიძის მონაცემების ნახვა
უშუალოდ მინდოდა. ის თავმდაბალია, ბევრს ისმენს, ბევრს სწავლობს.
ოფიციალური მატჩია და გამარჯვება გვსურს, ძალიან ბევრი ცვლილება არ იქნება.
გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოვყოფ ირაკლი აზაროვს, ვისაც ადრე ნაკრებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა. ასევე შესანიშნავი იყო საბა გოგლიჩიძე.
იტალიაში ქართველმა ფეხბურთელებმა საკმაოდ დიდი კვალი დატოვეს და ეს გრძელდება.”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში