“მატჩებს შერჩევით უდგებით?” – ხვიჩამ კითხვაზე უპასუხა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩშიც გაუტანა პსჟ-ს გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსის“ გოლი, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი Canal+ს მცირე ინტერვიუ მისცა.
– შესანიშნავი თამაში გამოვიდა?
– დიახ, „ჩელსისთან“ გოლების გატანა ფანტასტიკურია. ეს ძალიან კარგი იყო. მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულად ვასპარეზობთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო დაპირისპირებებში ბევრი მუშაობა გვჭირდება.
– დღევანდელი გამარჯვება წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია?
– რა თქმა უნდა. ჩვენი საუკეთესო ფორმის აღდგენას ვცდილობთ.
– ამბობენ, რომ მატჩებს შერჩევით უდგებით. რას გვეტყოდით?
– არა, მე ასე არ ვფიქრობ, ვცდილობ, მუდამ ბოლომდე დავიხარჯო. ხანდახან რთულია, მაგრამ ამისათვის ყოველთვის თავდაუზოგავად ვირჯები, აქ იმისათვის ვარ, რათა გუნდს დავეხმარო.
– შეგიძლიათ თუ არა ჩემპიონთა ლიგის ისევ მოგება?
– შესანიშნავი გუნდი ვართ და ამიტომ ჩვენთვის ყველაფერი შესაძლებელია.