მატს ჰუმელსი “რომაში” გადადის

35 წლის მცველი მატს ჰუმელსი კარიერას “რომაში” გააგრძელებს, – იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
დღეს მხარეებს შორის მილაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, ბოლო დეტალებს ათანხმებენ და კონტრაქტს მალე გააფორმებენ.
ჰუმელსმა გასულ სეზონში “დორტმუნდში” ბუნდესლიგის 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტი გახდა.