მატილდა გვარლიანი Models.com-ის მაღალანაზღაურებად ტოპ მოდელთა სიაშია

მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიის წამყვანი ონლაინ პლატფორმის, Models.com-ის თანახმად, მაღალანაზღაურებად ტოპ მოდელთა სიას მიეკუთვნება.
ქართველი მოდელი Models.com-ის The Money List-ში High Earners-თა განახლებულ სიაშია. თავად გამოცემა აღნიშნულ კატეგორიას ასე განმარტავს:
“მაღალშემოსავლიანი მოდელები: ეს მოდელები თავიანთ თაობაში მაღალანაზღაურებადები არიან, ისეთი მაღალპროფილური კლიენტებით, როგორებიცაა Victoria’s Secret, Zara, H&M და სხვა. ამ სექციაში მოდელები მუდმივად იღებენ დიდი რაოდენობით ლუქბუქებსა და კამპანიებს ფუფუნების, სილამაზის და კომერციული კლიენტებისგან”, – ნათქვამია ვებგვერდზე.
პლატფორმაზე მოდელთა ზუსტი შემოსავალი გასაჯაროებული არ არის. მატილდა გვარლიანი რეიტინგში ისეთ ტოპ მოდელებთან ერთად ხვდება, როგორებიც არიან ბარბარა პელვინი, ბიანკა ბალტი, ქენდის სვეინპოლი, ტეილორ ჰილი და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ