მატილდა გვარლიანის დიდი წარმატება – ქართველი მოდელი ამერიკის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოებას დაესწრო – Marao

მატილდა გვარლიანის დიდი წარმატება – ქართველი მოდელი ამერიკის დიზაინერთა საბჭოს დაჯილდოებას დაესწრო – Marao
ახალგაზრდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი ნიუ-იორკში, ამერიკის დიზაინერთა საბჭოს, CFDA -ს ყოველწლიურ დაჯილდოებას დაესწრო. ეს მისთვის დიდი წარმატებაა, რადგან მოდის სამყაროს ამ გავლენიან ღონისძიებას ხელოვნების სფეროს არაერთი ცნობილი წარმომადგენელი ესწრება. მატილდა საღამოზე Calvin Klein-ის მიწვევით, ბრენდის დიზაინერთან, ჯესიკა ლომაქსთან ერთად მივიდა.
CFDA (Council of Fashion Designers of America) ამერიკის დიზაინერთა საბჭოს ყოველწლიური დაჯილდოებაა. ის 1962 წელს პუბლიცისტ ელეონორ ლამბერტის მიერ დაარსდა. საბჭო 450-ზე მეტ დიზაინერს აერთიანებს. გარდა ყოველწლიური ღონისძიებისა, CFDA დამწყები ამერიკელი დიზაინერების განვითარებას სტიპენდიებისა და დაფინანსებების საშუალებითაც უწყობს ხელს. CFDA ფონდის მეშვეობით ორგანიზაცია მხარს უჭერს საქველმოქმედო მიზნებსა და მოქმედი დიზაინერების საქმიანობასაც.
ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მოდის ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება უკვე შეძლო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდა მოდელმა საერთაშორისო წარმატებას უკვე მიაღწია. პირველად პოდიუმზე 16 წლის ასაკში გამოჩნდა და მალევე დაიმსახურა საზოგადოების ყურადღება. მატილდას განსხვავებულ და განსაკუთრებულ გარეგნობას ბევრი უსვამს ხაზს, მისი არაორდინარული სილამაზე კი ყოველთვის იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. როგორც თავად ამბობს, გაყოფილი კბილები ერთ დროს მას აკომპლექსებდა, მაგრამ ახლა თვლის, რომ სწორედ არასტანდარტული სახე გახდა მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი და ის სხვადასხვა დროს ისეთ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობდა, როგორებიცაა: Valentino, Fendi, Nafnaf, Dolce & Gabbana და სხვ. გასულ წელს კი ნიდერლანდური Vogue-ს გარეკანზეც მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ