“მას ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ რომ ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე, ეს კი ომში მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს” – გიორგი კობერიძე

ზელენსკიმ გადააყენა უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი და გენერალი სირსკით ჩაანაცვლა, რომელიც ს დაცვითა და ხარკოვის კონტრიერიშით კიდევ უფრო პოპულარული გახდა. სირსკი 58 წლისაა და გენერალ-პოლკოვნიკის წოდება აქვს. იგი კარგი გენერალია, ამ ომში მნიშვნელოვანი შედეგებით მაგრამ უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურ წრეებში მასზე ცალსახად პოზიტიური შეხედულება არაა. თუმცა ვნახოთ. ახალ გენერალს დრო სჭირდება ახალი გუნდის დასაკომპლექტებლად და სიტუაციის სრულად ხელში ასაღებად.
რეალურად, რაც არ უნდა იყოს, ახლა, რთული ომის პირობებში სირსკის პერსონაზე წინასწარ თავდასხმა არაა სწორი. მით უფრო რომ მას ბევრი წარმატებაც აქვს მოტანილი. საკმაოდ გამბედავი და ხისტი გენერალია. დიდი გამოცდილებით. 2014 წლიდან ომშია (თუმცა 2014 წელს დებალცევეში კარგი შედეგი არ აჩვენა). გარდა კიევის ღირსეული დაცვისა მის ანგარიშზეა ხარკივის კარგი ოპერაცია. თავდაცვის მიმართულებით ებარა ბახმუტის და სევეროდონეცკის დაცვაც, სადაც რუსებს დიდი დანაკარგი მიაყენა და ამ მონაკვეთებზე ხანგრძლივი დროით გამოფიტა. მას ხშირად იმიტომ აკრიტიკებენ რომ ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს იღებს ხოლმე. ეს კი ომში მაინცდამაინც ცუდს არ ნიშნავს. უბრალოდ ზელენსკის გადაწყვეტილება და თან ხანგრძლივი საუბრებისა და ჭორების ფონზე რამდენად სწორი იყო ესაა საკითხავი. ალბათ დრო გვიჩვენებს.