მადრიდის “რეალისა” და პსჟ-ს ყოფილმა შემტევმა ხესე როდრიგესმა პარიზული კლუბის პრეზიდენტის, ნასერ ალ ხელაიფის შესახებ ისაუბრა.
“ლას პალმასის” ფეხბურთელის თქმით, პსჟ-ს პრეზიდენტი მის მიმართ ყურადღებას საერთოდ არ იჩენდა.
“პსჟ-ში რომ გადავედი, პირველივე მატჩში გამარჯვების მომტანი საგოლე პასი გავაკეთე. შემდეგ იყო ტრავმა და რამდენიმე კვირა გამოვტოვე. იანვარში, მოულოდნელად მითხრეს, რომ უნდა წავსულიყავი. პრეზიდენტს (ნასერ ალ-ხელაიფი – რედ) ჩემი დანახვაც კი არ უნდოდა. მგონი, მას ჩემი ცოლი უფრო აინტერესებდა, ვიდრე მე. ჩემთვის არაფერი აუხსნიათ გუნდიდან ისე გამიშვეს”, – განაცხადა ხესემ.
შეგახსენებთ, რომ ხესე პსჟ-ს 2016 წელს “რეალიდან” შეუერთდა. ის ფრანგულ გუნდს 2021 წლამდე ეკუთვნოდა, ამ პერიოდში მხოლოდ 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




