“მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ” – პსჟ-ის პრეზიდენტი თავისი გუნდის მოთამაშეზე

პსჟ-ის ფრანგი ვარსკვლავის უსმან დემბელეს კონტრაქტის შესაძლო გახანგლძრივებასთან დაკავშირებით ბოლო დროს მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

ზოგიერთი წყარო წერს, რომ “ოქროს ბურთის” მოქმედმა მფლობელმა ასტრონომიული ხელფასი მოითხოვა, თავად ფეხბურთელის წარმოამდგენლები კი ამბობენ, რომ ეს ცნობა სრული სიცრუეა და მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის სტადიაზეა.

Canal+ ვითარების გარკვევას კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან შეეცადა. მან გუნდში შემოღებული ახალი წესი დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, არსებითად, არავის ხელფასზე, მათ შორის უსმან დემბელეს ხელფასზე, ზედმეტი ხარჯები არ განხორციელდება. სწორედ ამიტომ წავიდა “პარკ დე ფრანსიდან” ჯიჯიო დონარუმა, რომელმაც მანჩესტერ “სიტის” მიაშურა.

“კლუბის პოლიტიკაა ხელფასის ლიმიტი. ყველამ იცის ეს და ყველამ უნდა პატივი სცეს მას. ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბის ფინანსური სტაბილურობაა. რაც შეეხება უსმანს, ის კლუბის ლეგენდაა.

მას, როგორც ფეხბურთელსა და როგორც ადამიანს, ვაღმერთებ. ხალხმა არ იცის, თუ როგორი დიდებული პიროვნებაა ის”, – თქვა ალ-ხელაიფიმ.