“მას პირველივე რაუნდში დავაფინიშებ” – ჭიკაძემ ვალეხოსთან ბრძოლამდე პრესკონფერენცია გამართა

14 დეკემბერს, ლას-ვეგასში, UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის მებრძოლი გიგა ჭიკაძე არგენტინელ კევინ ვალეხოსს დაუპირისპირდება.
ბრძოლამდე გიგამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
“გიგა შოუ ბრუნდება, ბრძოლები ESPN-ის ეპოქაში დავიწყე და მოხარული ვარ, რომ მათ ბოლო ღონისძიებაშიც მივიღებ მონაწილეობას, ეს მათ ძალიან სურდათ. ვიცი თუ რა დონეზე ვიმყოფები და სად მინდა წავიდე, ამიტომ რეიტინგებს ამ ეტაპზე არ ვუყურებ, დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში და ვიცი, რომ ჩემპიონობისთვის ჯერ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები მაქვს გადასადგმელი.
გარისკვას არ ვაპირებ, ვალეხოსს პირველივე რაუნდში დავაფინიშებ. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული მებრძოლია, თუმცა ამჟამად ჩემი გამოცდილება დიდ უპირატესობას მაძლევს. საერთოდ არ გამიკვირდება თუ მეტოქე აქცენტს გრეპლინგზე გააკეთებს, მაგრამ ჩხუბს პირველივე რაუნდში დავასრულებ. ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. ვალეხოსის თავდაჯერებულობა მომწონს და შანსიც ამიტომ მივეცი, თუმცა შაბათს ყველანი ვნახავთ რა მოხდება, როდესაც მას საბავშვო ბაღში დავაბრუნებ. არ მინდა, რომ უპატივცემულოდ გამომივიდეს, მაგრამ ის ჩემთვის კარგი სტეიკია, მე კი სტეიკი ძალიან მიყვარს”, – განაცხადა ჭიკაძემ.
როგორც მოგახსენებთ, ჭიკაძის მეტოქე ვალეხოსი იქნება, 24 წლის არგენტინელის ანგარიშზე MMA-ში 16 მოგება და 1 მარცხია. ქართველისა და არგენტინელის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და იგი 14 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 09:00 საათიდან დაიწყება.
“დროა, ცოლი და შვილები გყავდეს” – იანმა დვალიშვილის პოსტს უპასუხა
“ეს ჩემი ქმარია!” – პიოტრ იანის მეუღლე მისი მეორე ნახევრის დვალიშვილთან გამარჯვებას გამოეხმაურა
[VIDEO] ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება – ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა
გიგა ჭიკაძემ არნოლდ ალენთან დასანანი მარცხი განიცადა
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა
ჭიკაძემ მაქს ჰოლოვეი გამოიწვია
UFC-ს მებრძოლებს შორის ერთადერთია, ვინც რუსის მოგება ივარაუდა – ცარუკიანის პროგნოზი დვალიშვილისა და იანის ბრძოლაზე
“არა რუსულ კანონს – ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ” – ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
“შემდეგი აუცილებლად ის იქნება” – ცარუკიანმა თოფურიაზე ისაუბრა
გიგა ჭიკაძე ტრავმის გამო ჯოშ ემეტთან ბრძოლას ჩაეხსნა
ჭიკაძემ “კორეელი ზომბი” გამოიწვია, ბრძოლის ჩანიშვნის ალბათობა მაღალია
ჭიკაძის მარცხი – მსაჯებმა გადაწყვეტილება ონამას სასარგებლოდ მიიღეს
“ვიცი, რომ ამ ბრძოლის ნახვა ყველას სურს, მაგრამ…” – თოფურიამ პიმბლეტთან შესაძლო დაპირისპირებაზე ისაუბრა
დაბრუნება დიდხნიანი პაუზის შემდეგ – ცარუკიანის მეტოქე ცნობილია