ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ხუან რომან რიკელმემ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. რიკელმეს თქმით, “ლა პულგა” 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს.
“მესი მუდმივად გვაოცებს. ვფიქრობ, მისი შესაძლებლობების შესახებ ბოლომდე კიდევ არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად ითამაშებს. ამის შესახებ ბევრს ვსაუბრობთ და ჩემი აზრით, მას კიდევ ერთ მუნდიალზე ვიხილავთ.
ლეო შესანიშნავ ფორმაშია, გარდა ამისა მას შეჯიბრი ძალიან უყვარს. მართალია ბევრი ტიტული მოიგო, თუმცა კვლავ ბევრის მოგება სურს”, – განაცხადა რიკელმემ.
შეგახსენებთ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში, აშშ-სა და
მექსიკაში გაიმართება.