“მას ბევრი აქვს სასწავლი” – მექსიკის პრეზიდენტმა ჩიჩარიტო გააკრიტიკა

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი და ამჟამად “გვადალახარას” ფორვარდი, ხავიერ ერნანდესი, იგივე “ჩიჩარიტო” გააკრიტიკა.
რამდენიმე დღის წინ 37 წლის ფეხბურთელმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ქალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მამაკაცებს პატივი უნდა სცენ.
“ქალებო, მამაკაცები უნდა მიიღოთ და მათ პატივი უნდა სცეთ. ეძებთ კაცს, რომელიც თქვენზე იზრუნებს, მაგრამ სახლის დალაგებას ჩაგვრას უწოდებთ?!”, -თქვა ჩიჩარიტომ.
მის ამ განცხადებას შეინბაუმმა ასე უპასუხა: ჩიჩარიტო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. მე ვარ დედა, ბებია და დიასახლისი, მაგრამ ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც ვარ, ქალებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ, რაც სურთ”, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ჩიჩარიტოს მექსიკის ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული და 52 გოლი აქვს, გატანილი, მას ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.
მომზადებულია ESPN-ის მიხედვით
“სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ – ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე
იმედი L-ის მომხმარებელს ასისტენტი მოემსახურება
წარმოუდგენელი პატივი – ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
ჩიჩარიტო: დაუჯერებელია, მე ამხელა ხელფასი მაქვს, ექიმებს კი – არაფერი
ევროპა ლიგა. II ტური: ფავორიტებმა ისევ იმარჯვეს – “ყარაბაღს” სომხურდროშიანი დრონი აუფრინეს [VIDEO]
ჩიჩარიტო ქართველების “სან ხოსეს” მთავარ მეტოქეს მიუახლოვდა
ჩიჩარიტო “ლოს ანჟელეს გალაქსიში” გადავიდა
ჩიჩარიტო მშობლებთან საუბრისას ატირდა: “გალაქსიში” მივდივარ მამიკო, ევროპულ ოცნებას ვტოვებ… [VIDEO]