რა მტკიცებულებები დევს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში დემეტრე ჩიქოვანის წინააღმდეგ? ეს კითხვა პროცესის შემდეგაც პასუხგაუცემელია, არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმეს, დღეს კი დუმილი დაარღვია და მოშიმშილე პატიმარმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. საპირისპიროს ამტკიცებს საქმის პროკურორი და ამბობს, რომ პროცესზე უტყუარ მტკიცებულებებს წარმოადგენს.
ირკვევა, რომ დ.ჩ.-სთან ერთად პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა ანა ნასყიდაშვილს, მას საგამოძიებო უწყება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, დაცვის მხარისთვის დაუშვებელია ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებამ მოიპოვა ამიტომ პროცესზე დაუშვებლობის შუამდგომლობა დააყენეს.
მტკიცებულებები დარღვევითაა მოპოვებული – ამტკიცებს დ.ჩ.-ს ადვოკატი. მისი თქმით, საქმე შეკერილია ერთი მოტივით – გაეჩერებინათ დაზარალებული ოჯახი.
მეხუთე დღეა, მთავარ პროკურატურასთან დ.ჩ.-ს დედა ერთი მოთხოვნით შიმშილობს, გაათავისუფლონ მისი შვილი. გვარაკიძის უწყება ამტკიცებს, რომ ჩიქოვანი თემქაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და მასწავლებელს უთვალთვალებდა.
დედა “ოცნებისგან” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.




