მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება გაეზრდება 500 ლარით, 25%-ს – 300 ლარით, დანარჩენს – 200 ლარით – პრემიერი

მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება გაეზრდება 500 ლარით, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, 25%-ს – 300 ლარით, დანარჩენს – 200 ლარით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებები ძალაში 1-ლი ივლისიდან შევა.
„ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტინგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით და მეტით, დაახლოებით 25%-ს გაეზრდება ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით. ყველა პედაგოგს სულ მცირე 200 ლარით გაეზრდება შრომის ანაზღაურება. ეს არის ანაზღაურების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, დადებითად აისახება მთლიანად ზოგადი განათლების სისტემაზე, განათლების ხარისხზე ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიმართულებით და გაგრძელდება რეფორმების განხორციელება შემდეგი 4 წლის განმავლობაში. როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფერო იქნება ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პრიორიტეტი. პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა კარიერული ზრდის სისტემის დახვეწაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. იყო გარკვეული ნაკლოვანებები ამ მიმართულებით და მინისტრთან ერთად აქტიურად გავაგრძელებთ ამ თემებზე მუშაობას”, – განაცხადა პრემიერმა.
უფრო კონკრეტულად საქართველოს მთავრობისი მერ გავრცლებეულ ინფორმაციაში წერია, რომ
500 ლარით ხელფასი ეზრდება – 21 000-მდე მასწავლებელს
600 ლარით – 8000-მდე მასწავლებელს
700 ლარით – 5000-მდე მასწავლებელს
800 ლარით – 3000-მდე მასწავლებელს
დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება.