მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალი“ სტუმრებს საზეიმო პროგრამით მასპინძლობს

მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის” საახალწლო ფესტივალი“ სტუმრებს საზეიმო პროგრამით მასპინძლობს. ღონისძიება „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მესამე დღეა გრძელდება.
გრანდიოზული ფასდაკლებებისა და განსაკუთრებული შეთავაზებების პარალელურად, სპეციალური სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, როგორც პატარების, ასევე მოზრდილებისთვის, დღესაც არაერთი აქტივობა გაიმართა. მათ შორის, განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა ჟირაფი ჟოზესა და მისი მეგობრების პრეზენტაცია, რომელმაც პატარების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ასევე, სტუმრების განწყობაზე იზრუნა გორის ქალთა და ბავშვთა კაპელამ, რომელთაც შთამბეჭდავი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ვიზიტორებს ასევე დახვდათ თოვლის ბაბუ და გუნდა, პონტოს გმირები და ილუზიონისტი. პატარებმა სახის მოხატვის, ფლეიდოჰის, კრაფტის აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება „ბიბლუსის” საახალწლო ფესტივალზე წარმოდგენილ პროდუქციას, ორგანიზატორების განმარტებით, საგამოფენო სივრცეები მუდმივ რეჟიმში ივსება და მრავალფეროვანი ასორტიმენტი ხელმისაწვდომია.
ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მასშტაბური ღონისძიება, „ბიბლუსის” საახალწლო ფესტივალი“ 7 დეკემბერს გაიხსნა. ფესტივალში შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. რაც შეეხება ფასდაკლებებს, “ბიბლუსი ჯგუფის“ კომპანიებში: “ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოების“ სრულ ასორტიმენტზე მომხმარებლები 40%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ. დამატებით “ს” Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, ქეშბექის სახით მომენტალურად თანხის 30% უბრუნდებათ. ამასთან, განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ ფესტივალში მონაწილე სხვა კომპანიებს. „ბიბლუსის” საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს