იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა ფრანკო კამოციმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ ჰგონია, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ ქართველს ვარსკვლავური ციებ-ცხელება შეეყრება.
“ხვიჩა ძალიან კარგი ფეხბურთელია. არამგონია, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მოხვედრისა და ამ დიდი წარმატების შემდეგ მას ვარსკვლავური ციებ-ცხელება შეეყრება ან ჯიუტი მოთამაშე გახდება.
მასში მომავალ მესის ან რონალდოს ვერ ვხდევა, მაგრამ კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია”, – ციტირებს კამოცის ODDS.ru.
