მასტერი: „საყვარელი“ რა კარგი და დადებითი სიტყვაა და ნეტავ რატომ მიაკერეს ადამიანს ვისაც უპრიანი იქნებოდა ერქვას „მესამე“

ვერც ერთი საყვარელი ვერ დადგება ცოლზე მაღლა, არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკურ სილამაზეს, პიროვნულ თვისებებს, გულწრფელ გრძნობებსა და ემოციურ კავშირებს, – ამ შინაარსის პოსტს სოციალურ ქსელში ჰიპ-ჰოპ არტისტი მასტერი  (გიორგი  პავლიაშვილი) აქვეყნებს.

„ადამიანი სტატუსისა და სახელის გარეშე ვერასდროს იქნება პიროვნება და დარჩება მხოლოდ არსებად.

ჩემი ძმაკაცური რჩევა იქნება, ყველა მსგავს სიტუაციაში შესულ კაცთან, რომ ან სტატუსები „ჩაასწორეთ“ ან დააფასეთ ის ადამიანები, რომლებმაც სიტყვა მოგცათ, რომ ცხოვრების ბოლომდე თქვენი მეგზურები იქნებიან…

P.S. „საყვარელი“ რა კარგი და დადებითი სიტყვაა და ნეტავ რატომ მიაკერეს ადამიანს ვისაც უპრიანი იქნებოდა ერქვას „მესამე“, – წერს ჰიპ-ჰოპ არტისტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს