მასობრივი ქურდობა თბილისში | “მთავარმა” მოიპოვა კადრები, როგორ ძარცვავს არასრულწლოვანთა დაჯგუფება მანქანებს

არასრულწლოვანი დამნაშავეების მორიგი თარეში და ქურდობების სერია თბილისში. ერთ ღამეში დიდ დიღომში ათეულობით ავტომობილი გაძარცვეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიდან, რომელიც “მთავარმა არხმა” მოიპოვა ჩანს სავარაუდოდ არასრულწლოვნების დაჯგუფება. ნიღბიანი მოზარდები მანქანებს რამდენიმე წამში აღებენ და იპარავენ ყველაფერს, რაც ადგილზე ხვდებათ.
პოლიციას დანაშულის ჩადენის დამადასტურებელი კადრები უკვე ამოღებული აქვს და იდენტიფიცირებული ჰყავს მოზარდები, მაგრამ ასაკის გამო მათი პასუხისგებაში მიცემა ვერ ხერხდება.