მასობრივი დემონსტრაციების მიუხედავად, სტამბოლის მერს პატიმრობა შეუფარდეს

გადაწყვეტილება სასამართლომ კვირას, 23 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.
53 წლის იმამოღლუ, – მაღალი და მუდმივად მზარდი რეიტინგის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, – „კორუფციის“ ბრალდებით თურქეთის პოლიციამ 19 მარტს, 07:30 საათისთვის, საკუთარ სახლში დააკავა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა რეალური, სარისკო კონკურენტი ჩამოიშორა – ასე აფასებენ ექსპერტები სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებას.
იმამოღლუს დაკავების შემდეგ, ხალხი ქუჩაში სპონტანურად გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საბაბით, სტამბოლში დემონსტრაციები და შეკრებები 23 მარტამდე აიკრძალა.
მოხდა შეტაკებები სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად