მასკი: Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია ჩაატარა

ილონ მასკის თქმით, მისმა კომპანია Neuralink-მა ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტირების პირველი ოპერაცია განახორციელა. მისი თქმით, პაციენტი კარგად იმყოფება და პოსტ-ოპერაციულ პერიოდს გადის. ოპერაცია ადამიანის ტვინზე “ქირურგმა რობოტმა” ჩაატარა.
კომპანია Neuralink-ს მსგავსი ოპერაციების ჩატარების ნებართვა ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) 2023 წელს მისცა.
“პირველმა შედეგებმა იმედისმომცემი ნეირონული აქტივობა აჩვენა” – თქვა ილონ მასკმა.
Neuralink-ის მკვლევრები პაციენტის ტვინში არსებული ჩიპის აქტივობას დააკვირდებიან და შეაფასებენ მის უსაფრთხოებას. ს მთავარი მიზანი ისეთი პაციენტების დახმარებაა, რომლებსაც სენსო-მოტორული დარღვევები და სხეულის პარალიზება აწუხებთ.