მასკი ფიქრობს, რომ კოლონიზაციის შემდეგ, მარსზე პირდაპირი დემოკრატია უნდა დამყარდეს

SpaceX-ის დამფუძენებელი, ილონ მასკი თავისავე სოციალურ ქსელ X-ზე დასმულ შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა მარსის კოლონიები დედამიწის ერი-სახელმწიფოების გაგრძელებები, პასუხობს, რომ მასრსელები თავად გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა იმართონი ისინი. მასკი ამბობს, რომ ის მარსიანელებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის მაგივრად პირდაპირ დემოკრატიას ურჩევდა.
მასკი წერს, რომ დაახლოებით 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება კოსმოსური ხომალდების გაგზავნა მარსზე მგზავრებისა და ეკიპაჟის გარეშე, ხოლო ამავე პერიოდში, ეკიპაჟიანმა ვერსიებმა შესაძლოა მარსს ახლო დისტანციით ჩაუფრინონ.
რაც შეეხება ეკიპაჟის მქონე ხომალდების უშუალოდ მარსზე დაშვებას, ილონ მასკი წერს, რომ ამას დაახლოებით 4 წელიწადში შევძლებთ.
“მარსიანელები გადაწყვეტენ, როგორ უნდა იმართონი ისინი. მე წარმომადგენლობით დემოკრატიის მაგივრად, პირდაპირ დემოკრატიას ვურჩევდი.
დაახლოებით 2 წელიწადში უეკიპაჟო ვარსკვლავური ხომალდების მარსზე დაშვებასთან ერთად, შესაძლოა ეკიპაჟიანმა ვერსიებმა მარსთან ახლოს ჩაიფრინონ და ეკიპაჟიანი ვარსკვლავური ხომალდები იქ დაახლოებით 4 წელიწადში გაემართებიან, ყველაფერი შესაძლებელია” – წერს ილონ მასკი
გარდა ამისა, SpaceX-ის დამფუძნებელი წერს, რომ “დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელს ჩვენ გადავჭრით სრულიად მრავალჯერად(ტექნიკურად, მრავალჯერ გაფრენის შესაძლებლობის) სითბოს დამცავ ფარს”
2016 წელს ილონ მასკი ამბობდა, რომ მარსზე ეკიპაჟის მქონდე ხომალდების გაგზავნა 6 წელიწადში იქნებოდა შესაძლებელი.
tabula.ge