მასკი, რონალდუ, კუკი – ვინ დაესწრო ტრამპის მიერ ს პრინცისადმი მიძღვნილ ვახშამს?

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი, ტიმ კუკი, ჯენსენ ჰუანგი და ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ სამშაბათს საღამოს პრეზიდენტ ს მიერ ს პრინც მოჰამედ ბინ სალმანისადმი მიძღვნილ ვახშამზე მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს ილონ მასკის თეთრ სახლში პირველი ვიზიტი იყო მას შემდეგ, რაც მან მაისში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი ტრამპს საჯაროდ დაუპირისპირდა. მილიარდერის ვახშამზე გამოჩენა, მასა და -ის პრეზიდენტს შორის ურთიერთობების დათბობის ნიშანია.თეთრ სახლში გამართულ ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ჯენსენ ჰუანგი და ლიზა სუ, ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანიების, Nvidia-სა და AMD-ის აღმასრულებელი დირექტორები. აღსანიშნავია, რომ მანამდე ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ს კომპანია Humain-ისთვის მოწინავე ნახევარგამტარების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმეს. აღნიშნული კომპანია კი საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდის, PIF-ის საკუთრებაა.
ვახშამს ასევე ესწრებოდა Paramount Skydance Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ელისონი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა შესაძლოა კონკურენტი Warner Bros. Discovery-ის შესაძენად მისი კომპანიის მცდელობა ნაწილობრივ დააფინანსოს.
სხვა გავლენიან სტუმრებს შორის იყვნენ Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერი მაიკლ დელი.
თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას ასევე დაესწრო ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სიას ლიდერობს. 2023 წელს რონალდუ საუდის არაბეთის საფეხბურთო კლუბ „ალ-ნასრს“ რეკორდული, 200 მილიონი ევროს (231 მილიონი დოლარი) ღირებულების წლიური კონტრაქტით შეუერთდა. „ალ-ნასრი“ ძირითადად PIF-ის საკუთრებაა, ხოლო საუდის არაბეთის პრინცი კი ფონდის თავმჯდომარეა.
აღსანიშნავია, რომ წელს რონალდუმ ხელი მოაწერა გახანგრძლივებულ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც 40 წლის სპორტსმენი კლუბში 2027 წლამდე დარჩება. ის Forbes-ის 2025 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში პირველ ადგილზეა და, სავარაუდოდ, წელს 275 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
წყარო: forbes.ge