მეწარმე ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონება 400 მილიარდ დოლარზე მეტია, იტყობინება Bloomberg.
სააგენტოს ცნობით, მისი კაპიტალი 439 მილიარდი დოლარია – მკვეთრი ზრდა უზრუნველყო მისი კოსმოსური კომპანიის SpaceX-ის აქციების შიდა გაყიდვით, რამაც 50 მილიარდი დოლარი მოუტანა.
ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ მასკის სხვა კომპანიებიც ბოლო დროს გაუმჯობესდნენ: ელექტრომობილების მწარმოებელი Tesla-ს აქციები წინასაარჩევნო დონესთან შედარებით დაახლოებით 65%-ით გაიზარდა, ხოლო მისი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის xAI-ის ღირებულება გაორმაგდა გასული წლის მაისში დაფინანსების შემდეგ 50 მილიარდ დოლარამდე.