მასკი იმედგაცრუებულია ტრამპის „დიდი და ლამაზი“ კანონპროექტით

ბიზნესმენმა ილონ მასკმა გააკრიტიკა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებულ მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს.
მასკის თქმით, ინიციატივა ძირს უთხრის აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობას, რომელსაც ის ზედამხედველობდა.
„იმედგაცრუებული ვიყავი მასშტაბური ხარჯების შესახებ კანონპროექტის ხილვით, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს შემცირების ნაცვლად“, – განუცხადა მასკმა CBS News-ს.