მასკის xAI-იმ $6 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა

ილონ მასკის AI-სტარტაპმა, აქციების გაყიდვით, ინვესტორებისგან $6 მილიარდი მოიზიდა.
ბლოგპოსტში, xAI-მ B-სერიის დაფინანსების რაუნდში მონაწილე ინვესტორებს შორის დაასახელა Andreessen Horowitz-ი, Sequoia Capital-ი, საუდის პრინცი ალვალიდ ბინ ტალალი, Fidelity Management & Research Company და სხვები. კომპანიის განცხადებით, დაფინანსების ბოლო რაუნში მოზიდული თანხა თანამედროვე ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და ტექნოლოგიური კვლევისა და განვითარების დასაჩქარებლად იქნება გამოყენებული.
მასკმა პლატფორმა X-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ დაფინანსების რაუნდამდე xAI-ის საბაზრო ღირებულება $18 მილიარდს უტოლდებოდა.
ხელოვნური ინტელექტის xAI მასკმა გასული წლის აპრილში წარადგინა. გასული წლის ბოლოს, ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით, xAI-იმ მისი პირველი პროდუქტი, AI-ბოტი, სახელწოდებით Grok-ი წარადგინა.