მასკის მიერ Twitter-ის ყიდვის გარიგება მისი დამფინანსებელი ბანკებისთვის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე წარუმატებელი იყო

2022 წელს ილონ მასკის მიერ სოციალური ქსელის Twitter-ის შესყიდვის გარიგება, ბანკებისთვის, რომლებმაც მილიარდერი დააფინანსეს, 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე წარუმატებელი იყო – ამის შესახებ The Wall Street Journal–ი წერს.
შვიდმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, მათ შორის Morgan Stanley-მ და Bank of America-მ, მასკს 13 მილიარდი დოლარის სესხი მისცა სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოდარად შესაძენად, რომელსაც მოგვიანებით X დაარქვეს.

ბანკები, რომლებიც აფინანსებენ ასეთ გარიგებებს, იღებენ ფულს პროცენტზე, მაგრამ, როგორც წესი, სწრაფად ყიდიან ასეთ ვალს სხვა ინვესტორებზე, რათა ამოიღონ თავიანთი ბალანსიდან. თუმცა ამ შემთხვევაში საფინანსო კომპანიებს არ ჰქონდათ საშუალება ზარალის გარეშე დაეღწიათ თავი ვალისგან, კერძოდ, სოციალური ქსელის სუსტი მაჩვენებლების გამო. შედეგად, ვალები ბანკების ბალანსზე ორი წლის განმავლობაში დარჩა.
წყარო: interfax