“მასიური დაშინება, ცესკო “ოცნების” კონტროლის ქვეშ” – ევროსაბჭოს საგანგაშო განცხადება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია უმძიმეს განცხადებას აქვეყნებს – დოკუმენტზე ხელმომწერები ღიად აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან საგანგაშო ცნობებს იღებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო ს მისატაცებლად ემზადება.
მეტიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ივანიშვილის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა.
ამასთან, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურ განცხადებაში წერს, “ქართული ოცნება” ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მასიური დაშინების კამპანიას აწარმოებს, რაც ქმნის იმგვარ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რთული გახდება.
“არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ აღიარების მიზნით, მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალონ კურსი“– აღნიშნულია განცხადებაში.
ჩვენ, დოკუმენტზე ხელმომწერები ვაცხადებთ შემდეგს: საქართველოდან შემოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება. ეს მოიცავს მასიური დაშინების კამპანიას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე. ამომრჩეველს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმის მიცემის საიდუმლოებას – “ხელისუფლება გაიგებს, თუ როგორ მისცემს ამომრჩეველი ხმა და ამას ექნება შედეგები”. არჩევნების დამკვირვებელთა ბევრ ეროვნულ ჯგუფს აბრკოლებენ თავიანთი საქმის კეთებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების შედეგად, ეგრეთ წოდებული “უცხოელი აგენტების კანონის” ძალაში შესვლამდეც კი. საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა. ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ აღიარების მიზნით, მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალონ კურსი. ამდენად, საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებლების, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი”. – წერია ევროსაბჭოს ასამბლეის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით