“მასზე ყველა დიდი პატივისცემით საუბრობს” – კაზემირომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა კაზემირომ, “მანკუნიანელთა” ახალ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორიმის შესახებ ისაუბრა.
“სპორტინგი” სამ საუკეთესო გუნდს შორის ყოველთვის ხვდებოდა, ამორიმმა პორტუგალიის ჩემპიონატში თავისი კვალი დატოვა, მოიგო ტიტულები და “სპორტინგში” ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა. მასზე ყველა პატივისცემით საუბრობს.
ამორიმს აქ შესანიშნავი გუნდი დახვდება, რომელმაც ზრდა და განვითარება უნდა განაგრძოს. მასთან მუშაობას სიამოვნებით ველოდებით”, – განაცხადა კაზემირომ.
შეგახსენებთ, რუბენ ამორიმმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.