“მარჯვნივ ჰქონდა გახედილი ღარიბაშვილს და მარცხნივ გამოიხედავს … ვეთანხმები კობახიძეს” – მდინარაძე ჯებირის მოხსნაზე

“ქართული ოცნების” წევრი კანცელარიასთან ღარიბაშვილის მიერ დამონტაჟებული ღობის მოხსნაზე დასმულ კითხვას პასუხობს ჟურნალისტებთან და ამბობს:
არ ინერვიულოთ. ნახეთ, ნაცების ტელევიზიები ნერვიულობენ ღობეში დახარჯულ ფულზე. გამოიყენება ეს ღობე, არ გადააგდებენ, ჯართში არ ჩააბარებენ, არ ინერვიულოთ. …ნუ ნერვიულობთ, ჯართში არ ჩააბარებენ და დანიშნულებისამებრ, სადმე, სადაც საჭიროა ის და ამის აუცილებლობაა, იქ იქნება. მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ეს არის ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება, მისი გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. და თქვენ, ძალიან გთხოვთ, ნუ მონათლავთ დაპირისპირებად თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს, იმ შემთხვევაში, ეს თითოეული გადადგმული ნაბიჯი თუ არ დაემთხვევა წინა პრემიერის ნაბიჯს. იმიტომ რომ, არ შეიძლება ორი ადამიანის აზრი ასეთ დეტალებში ემთხვეოდეს ერთმანეთს. და არ შეიძლება ამაზე ისეთი მდაბიო სპეკულაცია, რომ როგორც კი მარჯვნივ ჰქონდა გახედილი ბრიფინგის დროს ღარიბაშვილს და მარცხნივ გამოიხედავს კობახიძე, ეს დაპირისპირებად მონათლოს. იმ ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს იყო საჭირო, და მეორე ადამიანმა მიიჩნია, რომ ეს საჭირო არაა. აი ასეთ დეტალებზე სპეკულაციის აგება არის ძალიან მდაბიო პიარ-კამპანია… რა ღობე, საქართველოში ვცხოვრობთ და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ და ევროკავშირში უნდა შევიდეთ და ღობე სად დააყენეს და მოხსნეს, იმაზე ვლაპარაკობთ. უკვე 15 წუთია, მაგას მეკითხებით. ხო მშვიდობა გაქვთ? რა ღობე… სასწაული ამბავია, ასეთი სკანდალი არ მომხდარა ქვეყანაში, ბოლო წლებია არ მახსენდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია