მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა – “დამოუკიდებლობისთვის” მიმდინარეობს

მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა – “დამოუკიდებლობისთვის” დაიწყო.
მსვლელობის ორგანიზატორი კოალიცია “ძლიერი საქართველოა”. ადგილზე იმყოფებიან კოალიციის ლიდერები, წევრები და მხარდამჭერები.
მსვლელობის დაწყებამდე კოალიციის ლიდერებმა, ადგილზე მისულ მოქალაქეებს მიმართეს და დღევანდელი დღე მიულოცეს. მათი თქმით, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება კვლავ დასაცავია.
ადგილზე აქციის მონაწილეებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი. ასევე, ბანერები, რომლებზეც საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებული ადამიანების სახელები და გვარები წერია.
ადგილზე ასევე მობილიზებულია პოლიციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს