მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება

22 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართება.
ამის შესახებ „ატლანტიკური საბჭოს“ წარმომადგენელმა, გიორგი მუჩაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ამერიკის კონგრესში განიხილება ქართული დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი ე.წ. „მეგობარი აქტი“, რომელიც მიმართულია საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისკენ, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისკენ და მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამაც გამოხატოს მხარდაჭერა 22 მარტს გამართულ მიტინგზე. მსვლელობა დაიწყება მარჯანიშვილის მოედნიდან რუსთაველამდე, პარლამენტის შენობამდე. მნიშვნელოვანი დროა ჩვენი ქვეყნისთვის, როცა სერიოზული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ხალხის ნებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, არამედ, მთლიანად ქართულ დემოკრატიას. ამ დროს ჩინური და რუსული გავლენები სერიოზულად იზრდება ქვეყანაში. სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია ერთი ადამიანის მიერ და დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთობას, ჩვენი მხარდაჭერის ჩვენებას. ამისთვის აუცილებლად საჭიროა მეტი საქართველოს მოქალაქის შეკრება 22 მარტს და ამ აქტის მხარდაჭერა. ვიკრიბებით მარჯანიშვილის მოედანზე 20:00 საათზე!“ – განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი