მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.
ვარსკვლავის გახსნამდე, თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა.
ზურაბ ყიფშიძეს 10 აგვისტოს 70 წელი შეუსრულდა.
1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “როცა აყვავდა ნუში”, “სურამის ციხე”, “ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “დონ კიხოტი”, “მარტოხელა მონადირე”, “წუთისოფელი”, “ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: “შუშანიკის წამება”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “მამა”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა

შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველვყოფთ ჩვენს რეგიონებში და ამის გარანტი იქნებიან მერობის კანდიდატები, რომლებსაც წარვადგენთ, თითოეული კანდიდატი შერჩეულია საზოგადო კრიტერიუმების შესაბამისად, ეს არის კეთილს