მარში სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ დასრულდა

მარში სახელწოდებით: „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ“ დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეები ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
მსვლელობა მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დაიწყო და წერეთლის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან დასრულდა.
პოლიციის შენობასთან ისმოდა შეძახილები: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”, „გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”, “ცეცხლი ოლიგარქიას”.
როგორც მათ პოლიციის შენობასთან აღნიშნეს, “თავისუფლებისთვის მებრძოლი პირები უკანონოდ არიან დაკავებულები”.
მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით: “უსამართლო სასამართლო”, “ხალხის ძალის გეშინოდეს”, “გაათავისუფლეთ ხალხისთვის დაჭერილები”.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ – ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით, სიმართლეა