მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა

თავისუფლების მოედანზე მარში – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დასრულდა.
აქციის მონაწილეები 17:00 საათიდან თბილისში, 5 სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობით გაემართნენ თავისუფლების მოედანზე, სადაც დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
მარშის მონაწილეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე მათ გაშლილი ჰქონდათ ევროკავშირის მხარდამჭერი ლოზუნგები და პლაკატები. გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
აქცია ასევე დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით.
თავისუფლების მოედანზე გაიმართა კონცერტიც, რომელშიც მონაწილეობდნენ მუსიკოსები: ჯგუფი „ყველა“, LOUDSPEAKERS, ნიაზ დიასამიძე, „გამოუვალი მდგომარეობა“, ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი „ინსაითი“ და . აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ორგანიზატორების განმარტებით, დღევანდელი შეკრების მიზანი იყო საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერა და პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

ასევე დაგაინტერესებთ