მარშალის კუნძულებმა მსოფლიოში პირველმა, მოქალაქეებისთვის საბაზისო შემოსავლის გადახდა კრიპტოვალუტით დაიწყო

მარშალის კუნძულების ხელისუფლებამ უპირობო საბაზისო შემოსავლის გადახდის პროგრამა დაიწყო, – წერს The Guardian.
პროგრამის ფარგლებში, მარშალის კუნძულებზე მცხოვრები თითოეული მოქალაქე კვარტალურად დაახლოებით 200 დოლარს მიიღებს.
პირველი გადახდები ნოემბრის ბოლოს განხორციელდა და მიმღებებს შეეძლოთ აერჩიათ მათი მიღების წესი: ნაღდი ფულის საბანკო ანგარიშზე შეტანა, ჩეკით თუ კრიპტოვალუტის ციფრული საფულის მეშვეობით გადარიცხვა.
„ჩვენ, მთავრობას, გვსურს, დარწმუნდეთ, რომ არავინ დარჩება ყურადღების მიღმა“, – განუცხადა მარშალის კუნძულების ფინანსთა მინისტრმა დევიდ პოლმა ბრიტანულ გაზეთს.
ექსპერტები, რომლებსა ეყრდნობა The Guardian, ამ პროგრამას მსოფლიოში პირველს უწოდებენ.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }