მარუსიჩმა თბილისის “დინამო” დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ზორან მარუსიჩი კარიერას უზბეკეთის ვიცე-ჩემპიონ “ნასაფში” გააგრძელებს.
ჩვენი ჩემპიონატის გასული სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა (17 გოლი სამ ფეხბურთელს დაუგროვდა), ხელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა.
აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდის ღირსებას ჯაბა ჯიღაური იცავს. მარუსიჩი თბილისის “დინამოში” ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მან ჯამში დედაქალაქური გუნდის ფორმა 69 შეხვედრაში მოირგო, სადაც 33 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში