სომხეთის ტურიზმის კომიტეტმა მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
მონაცემებიდან ირკვევა, რომ სომხეთს 154 215 ტურისტი ეწვია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 159 918.
2024 წლის მარტში სომხეთში ყველაზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა რუსეთიდან (42%), საქართველოდან (14%), ირანიდან (8%), ინდოეთიდან (3%) და ფილიპინებიდან (2%).