მარტში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნას ჩრდ. ფლოტის საჰაერო ძალების მეთაური ემსხვერპლა

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო
რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, რომ ოკუპირებული ყირიმის თავზე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, Ан-26-ს ჩამოვარდნას ჩრდილოეთის ფლოტის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ოტროშჩენკო ემსხვერპლა.
თვითმფრინავის 30-ვე მგზავრი, რუსი სამხედრო პირები, დაიღუპა.
ინფორმაციას ავრცელებს ჩრდილოეთ მურმანსკის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ჩიბისი.
თვითმფრინავი 31 მარტს ოკუპირებულ ყირიმში კლდეზე შეჯახების შედეგად ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ წინასწარი მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.
აქამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ ოკუპირებული ყირიმის თავზე, თვითმფრინავ Ан-26-თან კავშირი დაკარგეს.
რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა, რომ თვითმფრინავი არ დაზიანებულა.