მარტში თბილისში გაიმართება სპექტაკლი ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით

22 და 23 მარტს „გრიბოედობის თეატრში” გაიმართება სპექტაკლი „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში”, რომელშიც მთავარი როლებს ასრულებენ: ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი და ინგებორგა დაპკუნაიტე.

სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 7 და 8 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მოიხსნა ჯონ მალკოვიჩის ჯანმრთელობის პრობლემების გამო.
„ბამბის ველების სიმარტოვეში” მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგი დრამატურგის, ბერნარ-მარი კოლტესის პიესაა, რომლის ტიმოფეი კულიაბინისეულ დადგმას მაყურებელი იხილავს 22-23 მარტს „გრიბოედოვის თეატრის” სცენაზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ – აქ.