დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისის (ONS) ცნობით, მარტში, წინა თვესთან შედარებით, საცალო გაყიდვები 0.4%-ით გაიზარდა.
Trading Economics-ის ცნობით, ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ ანალოგიური მასშტაბის შემცირებას.
თებერვალში, დაზუსტებული მონაცემებით, მაჩვენებელი 0.7%-ით გაიზარდა და არა 1%-ით, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.
არასასურსათო მაღაზიებში გაყიდვები გასულ თვეში 1.7%-ით გაიზარდა (2022 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი), მათ შორის ტანსაცმელი 3.7%-ით. ამავდროულად, სასურსათო მაღაზიებში გაყიდვების 1.3%-იანი შემცირება დაფიქსირდა, ხოლო საავტომობილო საწვავის გაყიდვები ასევე 1%-ით შემცირდა. ონლაინ გაყიდვები 1.9%-ით გაიზარდა.
ვრცლად interfax–ზე
