მარტში, ბათუმში საქართველოს ნაკრებისა და ინტერის ლეგენდების მატჩი გაიმართება

2024 წლის მარტში, ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელები იტალიური კლუბის, მილანის ინტერის ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. მატჩში მონაწილეობას ისეთი ცნობილი ფეხბურთელები მიიღებენ, როგორებიც არიან: ლუიშ ფიგუ, ხავიერ ძანეტი, მარკო მატერაცი, ესტებან კამბიასო, , გიორგი ქინქლაძე, თემურ ქეცბაია და სხვები.
მატჩი ახალი პროექტის, Legend Series ფარგლებში, Sports Orient-თან პარტნიორობით გაიმართება. თამაშის ზუსტი თარიღი და ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდება ცნობილი.