“მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან” – რას სთავაზობს ოქრუაშვილი ოპოზიციას?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:
,,გახარია რა სპერმატოზოიდიცაა ყველამ იცის, მაგრამ ამჯერად ოპოზიციის იმ ლიდერების, და არამარტო, გასაგონად ვწერ ვინც წულუკიანის დაძახებულზე არ მივიდა. სასამართლო ყველას შეგიფარდებთ გირაოს, მაგრამ წულუკიანთან არმისვლას ის შედეგი არ მოყვება თუ გირაოს გადაიხდით. მე პოლიტიკიდან წასული ვარ, არც არჩევნებში ვმონაწილეობ, არც ზურაბიშვილის ალაფურშეტებში და მარტო ჩემგან გირაოს არგადახდა არაფერი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მარტო მე გაზაფხულს ვერ მოვიყვან. რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმა კი სერიოზულად დაარტყამს ივანიშვილის რეჟიმს, იმ შემთხვევაში განსაკუთრებით თუ ყველას ჩაგვსვამენ. დიდხანს არ მოგვიწევს, წლამდე მუხლია და ერთხელ ღირს გამოიჩინოთ გამბედაობა, იმ ფონზე მაინც ათობით ახალგაზრდა როდესაც ციხეში ზის 5-6 წლიანი მუხლებით.
არგუმენტი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს არ მიიღება, მაგათგან სხვა რამეს არც არავინ ელოდა.
მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები.”