მარტო მამარდაშვილი რას გახდებოდა? – “ვალენსია” ევროტურნირების გარეშე დარჩა [VIDEO]

ლა ლიგის 36-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:1 დამარცხდა.
ტრავმირებული დუროს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა იარემჩუკმა დებიუტში გაიტანა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა; საპასუხო შეტევისას კი მასპინძლები სილვამ დააწინაურა, რომელმაც მამარდაშვილის კარი ახლო მანძილიდან თავურით დალაშქრა. პირველ ტაიმში ბასკებს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ტურიენტესის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ვალენსია“ ინიციატივას დაეუფლა, მარიმ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში გიორგიმ ბეკერს არ გაატანინა და მატჩიც დასრულდა.
„ვალენსია“ 48 ქულით მეცხრე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა და 19 მაისს, ბოლოსწინა ტურში, „ჟირონას“ უმასპინძლებს.
სოსიედადი – ვალენსია 1:0
გოლი: სილვა (3)