მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ “ბლანკოსის” სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.
როგორც იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი თამაშის ხარისხისა, “რეალს” მარტის თვეში კარგი შედეგები აქვს.
“მარტის თვეში ყველა ჩემპიონატს ვლიდერობთ, თებერვალი არც ისე კარგი გვქონდა. კარგი შედეგები გვაქვს, მიუხედავად ამისა, უკეთესად თამაში შეგვიძლია”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Football Spain-ი.
შეგახსენებთ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “არსენალს” დაუპირისპირდება.
