მარტის თვეში დაბადებული ცნობილი ქალები – Marao

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა – ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში ხშირი იყო მასობრივი პროტესტები მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
8 მარტი ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.
დასავლეთში ქალთა საერთაშორისო დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა. თუმცა შემდეგ, კომუნისტებთან ასოციაციის გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში, ფემინიზმის აღმავლობის ჟამს, ეს თარიღი ისევ გახდა პოპულარული. 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა და, ამასთან დაკავშირებით, გაერომ ქალთა საერთაშორისო დღის დაფინანსების ნებართვა გასცა.
2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორისო დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადების შესახებ.
· მარტის თვეში არაერთი გამოჩენილი ქალია დაბადებული. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ქალების შესახებ მოგიყვებით:
ჯესიკა ჩესტეინი – ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი. ჩესტეინი სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში თამაშობს 2004 წლიდან, კინოში მისი დებიუტი კი შედგა 2008 წელს ფილმით „ჯოლინი“, სადაც მთავარი გმირის როლი შეასრულა.
ლედი გაგა – ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. თავდაპირველად სამსახიობო კარიერა დაიწყო საშუალო სკოლის სპექტაკლებში; სკოლის შემდეგ იგი სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამხატვრო პროექტში „CAP21“, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ინიციატივით დატოვა უნივერსიტეტი და დაიწყო მუსიკალური კარიერის შექმნა.
კაროლინ ჰერშელი – დაიბადა 1750 წლის 16 მარტს, ის იყო გერმანელი მეცნიერი და ასტრონომი. ჰერშელმა აღმოაჩინა რამდენიმე კომეტა, მათ შორის პერიოდული კომეტა 35P/Herschel-Rigollet.
ნენსი პელოსი – ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2019 წლიდან. 1987 წლიდან მსახურობდა კალიფორნიის წარმომადგენლად -ში. დემოკრატიული პარტიის წევრი, პელოსი ერთადერთი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც მსახურობდა პალატის სპიკერად.
კირა ნაითლი – საერთაშორისო წარმატებას მიაღწია 2003 წელს, ფილმებით „დაარტყი როგორც ბექჰემმა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა“. ამის შემდეგ ნაიტლი გამოჩნდა ჰოლივუდის ფილმებში და მოიპოვა ოსკარის ნომინაცია ელიზაბეტ ბენეტის როლის შესრულებისათვის ჯო ვრაიტის ფილმში „სიამაყე და ცრურწმენა“, რომელიც ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული.

ასევე დაგაინტერესებთ