“მარტივი გამოსავალი იპოვეს: ვინც ნერვებს უშლით, ყველას აკრძალავენ და დაისვენებენ” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

პრაქტიკულად მრავალპარტიულობის გაუქმება დაგვიანონსა ხელისუფლებამ მდინარაძის პირით. მარტივი გამოსავალი იპოვეს: ვინც ნერვებს უშლით, ყველას აკრძალავენ და დაისვენებენ. ახალი შეიქმნება რამე? თუ ზედმეტს გაახურებს იმასაც აკრძალავენ, რა პრობლემაა? აგერ არ ჰყავთ საკონსტიტუციო სასამართლო? მიმართე და ვისაც გინდა იმას გამოგიცხადებს ანტიკონსტიტუციურად.
მე ის მიკვირს, საერთოდ რად უნდათ ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლო? ის კი არა კონსტიტუციაც არაა საჭირო და სულ ორპუნქტიანი კანონით შეიძლება იმართებოდეს ქვეყანა. კერძოდ: პუნქტი 1: ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებათა საქმიანობას მთლიანად განსაზღვრავს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რომელიც ყოველთვის მართალია. პუნქტი 2: იმ შემთხვევაში, თუ ვინმე არ ეთანხმება პირველ პუნქტს, მოქმედებს პუნქტი 1. და მორჩა რა, მეტი არაფერი არაა საჭირო. მით უმეტეს, ფაქტობრივად ისედაც ასე არაა?
ჰოდა, რა ვიცი, აბა… გვინდა ასე?

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას